 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს ყურადღებით აკვირდება
26.10.12 14:49
ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა უწყება გამოეხმაურა. ალექსანდრე ლუკაშევიჩმა ამ თემაზე ყოველკვირეულ შემაჯამებელ ბრიფინგზე ისაუბრა.
ტელეკომპანია "მირის" ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ მოსკოვი ყურდაღებით აკვირდება საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, თუმცა მათზე რეაგირებას მხოლოდ ახალი მთავრობის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში მოახდენს.
`ბოლო დღეებში მინისტრი ლავროვიც, ჩვენი უწყების სხვა წარმომადგენლებიც ვაცხადებდით, რომ განცხადებები განცხადებებად რჩება. ჩვენ ორიენტაციას კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებზე ავიღებთ. ჩვენ ვხედავთ და ვაფიქსირებთ ახალი ხელისუფლების მხრიდან წამოსულ ამ სიგნალებს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების რეალური და გულწრფელი ზრახვების შეფასებას მხოლოდ კონკრეტული პრაქტიკული საქმეების შემდეგ შევძლებთ,`- განაცხადა ლუკაშევიჩმა.
|
 |
 |
|
|
|
|

|