ეზუგბაიამ შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა
26.10.12 15:11
საქართველოს რკნიგზის ყოფილმა ხელმძღვანელმა შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. ირაკლი ეზუგბაიამ ყველა იმ კითხვას გასცა პასუხი, რომელიც მასთან მედიის წარმომადგენლებს ჰქონდათ.
მან რკინიგზელთა პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ გაფიცვებზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, გაფიცულთა მოთხოვნები არ ოყო კონსტრუქციული. მისი თქმით, რანგირების პროცესი განხორციელდა და სახელფასო ფონდი 104 მილიონი ლარით გაიზარდა.
`ჩვენ პატივი უნდა ვცეთ საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების ლეგიტიმურ უფლებას გარკვეული მოთხოვნების დაყენების თაობაზე, მათ შორის. გაფიცვების ორგანიზებაზე, მაგრამ სასურველია, ამას ჰქონდეს კონსტრუქციული შინაარსი, სწორი გათვლები და პროდუქტზე მეტი ორიენტირება,`- განაცხადა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიამ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადება რამდენიმე დღის წინ დაწერა.
|