ალასანია სამინისტროს ხელმძღვანელებს შეხვდა
27.10.12 17:12
დღეს დილიდან თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობასთან პირველი შეხვედრა გამართა და თავდაცვის სფეროს განვითარების გეგმა გააცნო.
თავდაცვის მინისტრი სტრუქტურაში კონკრეტულ ცვლილებებს გეგმავს და იმ არსებული რესურსის გამოყენებას და შენარჩუნებას აპირებს, რომლებიც მისი წინამორბედის პერიოდში შეიქმნა.
ალასანია აცხადებს, რომ გამჭვირვალობის მიზნით, თავდაცვის უწყებაზე უნდა გაძლიერდეს სამოქალაქო, მედიაკონტროლი და დაწესდეს საპარლამენტო ზედამხედველობა.
"ჩვენ უნდა გვყავდეს მობილური, სწრაფი რეაგირების შესაძლებლობის მქონე არმია, რომელიც პასუხს გასცემს ყველა გამოწვევას, რომელიც ჩვენ რეგიონული უსაფრთხოებიდან გამომდინარე გვაქვს. ჩვენი მთავარი ღირებულება, როგორც არაერთხელ გაგვიცხადებია, იქნება ჯარისკაცი, მისთვის ყველა შესაძლებლობისა და პირობის შექმნა. მემკვიდრეობა, რომელიც დაგვხვდა, ადამიანის რესურსის თავლსაზრისით, იქნება გამოყენებული. ასევე დაგვხვდა პრობლემური საკითხები. დაახლოებით 113 მილიონი არის დეფიციტი თავდაცვის ბიუჯეტში. ჩემს სამუშაო ჯგუფს უკვე აქვს ამ კრიზისიდან გამოსვლის მოსაზრებები შემუშავებული," - განაცხადა მან.
|