პეტრიაშვილი და სურგულაძე სამინისტროებს ესტუმრნენ
27.10.12 20:32
დღეს თანამშრომლებთან პირველი შეხვედრა გამართა ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. სამუშაო შეხვედრაზე ალექსი პეტრიაშვილმა სამოქმედო გეგმებსა და პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრის განმარტებით, აქცენტი გაკეთდება ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების სტრატეგიულ მიმართულებებზე. მისი განმარტებით, სტრუქტურაში ჯერჯერობით მასშტაბური საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.
დღეს მთავრობის კანცელარიაში მივიდა დისპორის საკითხებში ახალი მინისტრი. კოტე სურგულაძე უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა პაპუნა დავითაიამ მიიღო.
წინამორბედმა ახალ მინისტრს ის პრიორიტეტები და სამოქმედო გეგმები გაცნო, რომლითაც დღემდე ხელმძღვანელობდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
|