წულუკიანი პრეზიდენტს ზოდელავას გათავისუფლება სთხოვს
27.10.12 20:23
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართა.
ამ თანამდებობაზე თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილს არჩილ კბილაშვილის კანდიდატურა წარუდგინა და მთავარი პროკურორის პოსტზე მისი დამტკიცება მოსთხოვა.
როგორც ოფიციალური განცხადებიდან გახდა ცნობილი, იუსტიციის მინისტრი აპირებდა თავად ეცნობებინა მურთაზ ზოდელვასთვის, რომ ის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებულია, თუმცა შეხვედრა არ შედგა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ზოდელავა საქართველოში არ იმყოფება და არ არის ცნობილი, როდის დაბრუნდება.
მურთაზ ზოდელავას არყოფნის პერიოდში, თეა წულუკიანი მთავარი პროკურორის მოადგილეებს შეხვდა.
|