აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აირჩიეს
28.10.12 16:54
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ავთანდილ ბერიძე დეპუტატებმა 13 ხმით აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეოაბზე უარი განაცხადეს "ნაციონალური მოძრაობის" წვრებმა.
სხდომას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი.
აჭარის უმაღლესი საბჭო სულ ოთხი ფრაქციით დაკომპლექდა. აქედან სამი - კოალიცია "ქართული ოცნების", ერთი კი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისაა".
უმაღლეს საბჭოში ხუთი კომიტეტი იმუშავებს. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კი დავით ბაციკაძე იქნება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას უხუცესი დეპუტატი - ირაკლი ჯაში უძღვებოდა. ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, სამანდატო კომისიის ხელმძღვანელმა საბჭოს 21-ივე წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ გააკეთა განცხადება.
უახლოეს დღეებში, აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის ხელმძღვანელიც უნდა დაამტკიცოს. უკვე ცნობილია, რომ ამ პოსტს არჩილ ხაბაძე დაიკავებს. განცხადება ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ თავად ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა პრეზიდენტმა უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად პირველი სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 10 დღეში, ანუ 10 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს.
|