შაშკინი კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობას უარყოფს28.10.12 17:49დიმიტრი შაშკინი განათლების უწყებაში მისი მინისტრობის დროს კორუფციულ გარიგებაში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალას ტყუილს უწოდებს. ბრალდებას ყოფილი მინისტრი კვლავ "ფეისბუქით" პასუხობს. "ჩემი მისამართით აგორებულია ბინძური და უზნეო კამპანია. არ ვაპირებ, თავი შევიკავო და დავუშვა, რომ ჩემ სახელთან ასოცირებული იყოს პასუხგაუცემელი ბრალდებები", - ნათქვამია განცხადებაში. შაშკინი ამტკციებს, რომ მას შემდეგ, რაც შარშან, კანონის მიხედვით მან 1-6 კლასის სახელმძღვანელოების ახალი გრიფირება მოითხოვა, მასთან პირისპირ შეხევდრა ითხოვა ერთმა პირმა, რაც შაშკინს საეჭვოდ ეჩვენა და ინფორმაცია სამართალდამცველებს მიაწოდა. "რაც საზოგადოებამ იხილა სიუჟეტში, ეს იყო მათი ოპერატიული მუშაობის კადრები. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ დამნაშავეები დაეკავებინათ თანხის გადაცემის მომენტში და სწორედ ასეც მოხდა. მე ვადასტურებ, რომ ამ ადამიანებს ქრთამის სახით უნდოდათ ჩემთვის შემოეთავაზებინათ 50,000 აშშ დოლარი და მათი ბიზნესის გარკვეული წილი," - ამბობს შაშკინი. ერთ-ერთი არხის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ რეპორტაჟში კი ნათქვამი იყო, რომ განათლების უწყების მაღალჩინოსნები, ახალი ლიცენზიის მისაღებად, ბიზნესმენებს თანხას სძალავდნენ, მოგვიანებით კი მათ მოსყიდვის ბრალდებით ციხეში უშვებდნენ. |
||||||||||
![]() |
||||||||||







