ივანიშვილი აჭარას უფლებამოსილების გაფართოებას ჰპირდება
28.10.12 16:56
ბიძინა ივანიშვილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უფლებამოსილების გაფართოებას ჰპირდება.
ეს განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის დაწყების წინ გააკეთა.
მისივე თქმით, ეტაპობრივად უნდა მოხდეს ქვეყნის დეცენტრალიზაცია და რეგიონებმა თავი თვითონ უნდა მართონ.
"ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება. რეგიონებმა თავი თვითონ უნდა მართონ და პოლიტიკური კულტურა ამით უნდა ავიმაღლოთ... არ შეიძლება თბილისიდან მოიმართოს ყველა რეგიონი და დეცენტრალიზაცია უნდა მოვახერხოთ, რაც შეიძლება, სწრაფად, ოღონდ ნაბიჯ-ნაბიჯ, რომ თანმიმდევრულები ვიყოთ და არაფერი გავაფუჭოთ," - განაცხადა მან.
|