 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
დეპუტატები ბიუროს სხდომაზე შეიკრიბებიან
29.10.12 10:59
ბიუჯეტი, საკონსტიტუციო ცვლილებები და სახალხო დამცველის არჩევის საკითხი - ეს ის მთავარი თემებია, რომელსაც დეპუტატები ბიუროს დღევანელ სხდომაზე განიხილავენ. პარლამენტი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ 2013 წლის ბიუჯეტის გადახედვას იწყებს.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცახადებენ, რომ მთავარი აქცენტი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, სოციალურ პროგრამებზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე გაკეთდება. მიმდინარე კვირა მთლიანად საკომიტეტო მოსმენებს დაეთმობა. დეპუტატები ამომრჩევლებსაც შეხვდებიან.
უახლოეს დღეებში უნდა გახდეს აგრეთვე ცნობილი, როდის დაამტკიცებენ სახალხო დამცველს. ამ პოსტზე ოთხი კანდიდატი სახელდება: იურსტები თამარ გურჩიანი, ლია მუხაშავრია, გელა ნიკოლაიშვილი და ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
|
 |
 |
|
|
|
|

|