სხვა ახალი ამბები
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ქუთაისის სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სახლებში დაკავების შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა. 54,000 ევრო, 33,000 დოლარი და 29,000 ლარი ამოიღეს სამართალდამცველებმა ვანო მერაბიშვილის სახლიდან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებას უშიშროების საბჭოს მდივანი გამოეხმაურა. გიგა ბოკერიას აზრით, ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა იყო და მიზნად ისახავს ნაციონალური მოძრაობის, როგორც პოლიტიკური ოპონენტის ჩამოშორებას...
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე კომენტარს აკეთებს. 
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ყველას აფრთხილებს არ ჩაერიონ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესებში. კონსტანტინე კუბლაშვილი აცხადებს, რომ მსგავს მცდელობაზე პირადად მას უმკაცრესი რეაქცია ექნება.
17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს და გამოძიების გაგრძელებას მოითხოვს. 
ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის და ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა სოჭის რეზიდენციაში გაიმართა. 
საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და პერსპექტივები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ ბაქოში შეხვედრის დროს.