ულტიმატუმი ჯანდაცვის მინისტრს - სოციალურად დაუცველი პირები მათთვის ბინების საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაკავებული შენობების დატოვებაზე უარს ამბობენ.
მათ წარმომადგენლებს წუხელ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი შეხვდა და მათ ქირით დაკმაყოფილებას დაჰპირდა. ნაწილი ამ წინადადებას დათანხმდა, თუმცა ამ შეთავაზებას სოციალურად დაუცველთა მეორე ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ საცხოვრებელი ბინების ქირაობა მათ არ აკმაყოფილებთ და ფართობის საკუთრებაში გადაცემა სურთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალურად დაუცველთა ეს ჯგუფი შიმშილობის დაწყებით იმუქრება.
სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია.
ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.
რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.