შაბათი, 25.05.13   16:32
+20.1°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ოქტომბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

პირველი სამუშაო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

29.10.12 14:33

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის წევრებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. დილიდან მთავრობის კანცელარიაში იყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე.

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხზე, მათ შორის პრემიერის უცხოეთში ვიზიტების თაობაზე.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თქმით კი მან პრემიერი საქმის კურსში ჩააყენა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვითარებაა თავდაცვის სისტემაში.

`ეს იყო ჩვენი პირველი სამუშაო შეხვედრა. პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში ჩავაყენე სისტემაში შექმნილ ვითარებაზე, მათ შორის ფინანსური კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ და იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ჯარი საბრძოლო მზადყოფნაში,`- განაცხადა ალასანიამ.

დავით კირვალიძის განცხადებით კი შეხვედრაზე ყურადღება გამახვილა სოფლის მეურნეობის მილიარდიანი ფონდის შექმნის საკითხებზე.

`ამ ფონდის მიზანი დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა - უცხოური კაპიტალის შემოტანა იქნება, თუმცა ამასთან იარსებებს ბიუჯეტი, რომელიც თავის საქმეს გააკეთებს და ბუნებრივია, ეს ფონდი მასთან თავსებადობაში მოვა,`- განაცხადა მინისტრმა.

დღესვე კანცელარიაში იმყოფებოდა აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, რომელმაც პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტ ობამას მილოცვის წერილი გადასცა.

როგორც ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს  განუცხადა, მისთვის დიდი პატივია გადასცეს პრემიერ-მინისტრს მილოცვის წერილი, ასევე უსურვოს მას წარმატება პრემიერ-მინისტრის რანგში.

ელჩმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება და აშშ გააგრძელებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას.

 

 

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

დედაენის ბაღში ორი აქცია გაიმართა

24.05.13 21:12

მშვიდობიან მანიფესტაციაზე შეკრებილთა მთავარი მოთხოვნა 17 მაისს მომხდარ ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროული რეაგირება და დამნაშავეთა დასჯა იყო. More...video clip 

ადვოკატები ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ

24.05.13 10:26

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში დღეს სამი საათისთვის აპირებენ სარჩელის შეტანას. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.More...video clip 

პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილის დაკავების შესახებ

24.05.13 14:54

ყოფილი პრემიერისა და კახეთის გუბერნატორის დაკავება გახდა საუბრის ერთ-ერთი თემა ბიძინა ივანიშვილსა და ელჩებს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზეც.More...video clip 

პრემიერმა პრეზიდენტს მინისტრის ახალი კანდიდატურა შესთავაზა

24.05.13 15:17

სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს შალვა ფიფიას კანდიდატურას სთავაზობს, რომელიც დავით კირვალიძის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

არჩილ კბილაშვილი პრეზიდენტის დაკითხვას არ გამორიცხავს

24.05.13 15:12

პრემიერ-მინისტრის მსგავსად, პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვაზე საუბრობს არჩილ კბილაშვილიც. რუსული გაზეთის "მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ...More...video clip 

კალაძე ადასტურებს, რომ გირგვლიანის საქმის გამოძიება დასრულებულია

24.05.13 15:06

ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ადასტურებს, რომ გირგვლიანის საქმე ბოლომდეა გამოძიებული და უახლოეს მომავალში ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდება. კალაძე მიიჩნევს, რომ ამ საქმის გამოძიება მთავრობის ვალდებულება იყო.More...video clip 

გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა 17 მაისს მომხდარი ძალადობა დაგმეს

24.05.13 11:58

ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ, სადაც გერმანიაში მცხოვრები ქართველები და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები შეიკრიბნენ.More...video clip 

ჯონ კერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

24.05.13 11:49

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გავრცელებულ განცხადებაში ჯონ კერი ყურადღებას ამახვილებს ორი ქვეყნის პარტნიორობაზე, რაც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება. More...video clip 


  სრული პროგრამა
`პროფილი`: ზურგი - შენ რა სექსი ხარ
`შინი``ნანუკას შოუში`
ლევან აბაშიძე - 50
ოლესია თავაძის სამყარო

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company