საკონსულო ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებს ეკონტაქტება
30.10.12 10:27
შეერთებულ შტატებში ქარიშხალი სენდი ძალებს იკრებს. ცნობილია, რომ სტიქიას უკვე მოჰყვა მსხვერპლი. ერთ-ერთი მამაკაცი საკუთარ სახლზე ხის დაცემის შედეგად დაიღუპა. სულ დაღუპულია ათამდე ადამიანი.
სტიქიის ზონაში საქართველოს საკონსულო მუდმივი კავშირზეა საქართველოს მოქალაქეებთან. დაშავებულ ქართველებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არავითარი ინფორმაცია არ ვრცელდება. სტიქიის ზონაში დღეს ორი ათასამდე ქართველი ცხოვრობს, რომლებმაც ადგილობრივი მთავრობის სპეციალურ მითითებებთან ერთად ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოდან მოსალოდნელი საფრთხის თაობაზე შეტყობინება 2 დღით ადრე მიიღეს.
ქარიშხლის გამო შტორმმა რეკორდულ სიმაღლეს - 4,15 მეტრს მიაღწია და ქალაქში წყალდიდობები გამოიწვია.
ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა - ამის შესახებ ვანუატუს პრემიერ-მინისტრმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
ბაკურციხეში საპროტესტო აქციაზე გამოსული ადამიანები პოლიციამ მაგისტრალიდან იძულებით გაიყვანა. გურჯაანის რაიონის ხუთი სოფლის მოსახლეობა იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც მათ ერთი კვირის წინ სტიქიის შედეგად მიადგათ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია 17 მაისის მოვლენების გამო ნიდერლანდის სამეფოში საქართველოს ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებებს პრეზიდენტისა და საგარეო უწყების ვიზიტების არაკოორდინირებული მუშაობის შესახებ.
დილიდან გაფიცულია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ასობით თანამშრომელი - ისინი ხელფასების 50%-ით გაზრდას მოითხოვენ. მათი სურვილია, რომ ასევე 20%-ით გაიზარდოს ღამის სამუშაო საათების ანაზღაურება.
გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელი გიორგი შოვნაძე მისი გათავისუფლების მიზეზებს აბსურდულს უწოდებს. გარემოს დაცვის მინისტრი კი განმარტავს, რომ გიორგი შოვნაძე შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო იქნა თანამდებობიდან გათავისუფლებული.