10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანა. ამის შესახებ საგანგებო განცხადება სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
`საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ათი თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე პირადად გაეცნო გამოძიების მასალებს და მიმდინარეობას. ბარბარე რაფალიანცის საქმე, სამწუხაროდ, კვლავ გაუხსნელია, ძიებას ამ დრომდე კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. მინისტრის განცხადებით, მაქსიმალური ძალისხმევა და რესურსი იქნება გამოყენებული ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების მიზეზის დროულად დასადგენად,`- ნათქვამია განცხადებაში.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-მა" მიიღო გადაწყვეტილება მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის აღკვეთის ღონისძიების განმხილველი სასამართლო სხდომის ტრანსლაციის თაობაზე.
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ქუთაისის სასამართლო დღეს იმსჯელებს.
მთვრობის ყოფილი წევრების დაკავებაზე და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტი სააკაშვილი. განცხადება ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.
ქუთაისში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი პირები სამართლიანობის აღდგენას და დაკავებულთათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ყველას აფრთხილებს, არ ჩაერიონ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესებში. კონსტანტინე კუბლაშვილი აცხადებს, რომ მსგავს მცდელობაზე პირადად მას უმკაცრესი რეაქცია ექნება.
ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის და ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა სოჭის რეზიდენციაში გაიმართა.