 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
კაჩინსკის თვითმფრინავის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება
30.10.12 17:42
ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის საქმეში ახალი დეტალები ჩნდება. პოლონური მედიის ინფორმაციით, სმოლენსკში, იმ ადგილას, სადაც ტუ-154 ჩამოვარდა, ასაფეთქებელი მოწყობილობის კვალი იპოვეს.
ჭარბი რაოდენობით ტროტილისა და ნიტროგლიცერინის კვალი მგზავრთა 30 სავარძელზე, ფრთებისა და კორპუსის შეერთების მონაკვეთებში და მიწაზე თვითმფრინავის ფრაგმენტებზეა აღმოჩენილი.
გაზეთის ინფორმაციით, განმეორებითი ექსპერტიზა პოლონელმა სპეციალისტებმა ერთი თვის წინ ჩაატარეს, რადგან პოლონეთი რუსი ექსპერტის დასკვნით უკმაყოფილო დარჩა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია პოლონეთის გენერალურმა პროკურორმაც დაადასტურა, თუმცა გამოძიება კონკრეტულ დასკვნებზე საუბრისაგან ჯერჯერობით თავს იკავებს. ახალი ექსპერტიზის შედეგებზე ოფიციალურ განცხადებას პოლონური მხარე უახლოეს დღეებში გააკეთებს.
|
 |
 |
|
|
|
|

|