ირაკლი ღარიბაშვილმა მოადგილეები წარადგინა
30.10.12 18:14
შინაგან საქმეთა მინისტრმა თავისი მოადგილეები წარადგინა. როგორც ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირველი მოადგილის პოსტს ლაშა ნაცვლიშვილი დაიკავებს.
რაც შეეხება დანარჩენ მოადგილეებს, ისინი იქნებიან: ლევან იზორია, გელა ხვედელიძე, ალეკო ტაბატაძე, ხოლო შს მინისტრის მეხუთე მოადგილის პოსტი ალექსი ბატიაშვილმა დაიკავა.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ წარმოდგენილი გუნდი ეფექტური იქნება და შედეგს საზოგადოება მალე ნახავს.
`ჩვენ ვართ ძალიან კარგი და შეკრული გუნდი და მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება ვიმუშავო ასეთ პროფესიონალებთან. უახლოეს მომავალში ჩვენ დაგიმტკიცებთ ქმედებით, რა ეფექტური მუშაობა შეგვიძლია,`- განაცხადა შს მინისტრმა.
რაც შეეხება საპატრულო პოლიციის ახალ ხელმძღვანელს, მას ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ წარადგენს.
|