ლევან გაჩეჩილაძის შვილი ხულიგნობისთვის დააკავეს
31.10.12 10:00
ძველი თბილისის რაიონულმა სამმართველომ ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი გიორგი გაჩეჩილაძე დააკავა. მას ხულიგნობა ედება ბრალად. დაკავების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს.
ადვოკატ ლალი აფციაურის განცხადებით, გიორგი გაჩეჩილაძე უკანონოდ არის დაკავებული. პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით დღეს დაცვის მხარე სარჩელს პროკურატურაში შეიტანს.
დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და პირიქით, აცხადებს, რომ მასზე მოხდა თავდასხმა.
|