გლდანის ციხიდან 145 პატიმარი შედარებით მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებაში გადაიყვანეს. სასჯელაღსრულების მინისტრის განმარტებით, ასეთი მასშტაბური ეტაპირება ბოლო წლების განმავლობაში არ მომხდარა. როგორც უწყებაში ადასტურებენ, პროცესი გაგრძელდება და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული მსჯავრდებულები მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებებში გადანაწილდებიან.
სოზარ სუბარის აზრით, მსგავსი პატიმრების უმრავლესობა ამ დაწესებულებაში უკანონოდ იმყოფება და სასჯელს ნახევრად ღია დაწესებულებაში უნდა იხდიდეს.
სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია.
ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.
რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.