ფინანსთა მინისტრმა მოადგილეები დაასახელა
31.10.12 10:55
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა თავისი მოადგილეები დაასახელა. ხადურის განცხადებით, მისი ერთ-ერთი მოადგილე, რომელიც ხაზინას გაუწვეს კურირებას, გიორგი თაბუაშვილი იქნება. ასევე მისი მოადგილეები იქნებიან დავით ლეჟავა, რომელიც საგარეო ურთიერთობების მიმართულებით იმუშავებს და დავით ებრალიძე, რომელიც საბიუჯეტო მდივნის თანამდებობას შეითავსებს.
მინისტრის პირველი მოადგილე კი, როგორც უკვე ცნობილია, რეგიოული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია გახდება. საკადრო ცვლილება მას შემდეგ განხორციელდება, რაც რეგიონული განვითარების სამინისტრო გაუქმდება.
ჯერჯერობით უცნობია შემოსავლების სამსახურის უფროსისა და მომსახურების სააგენტოების ხელმძღვანელთა ვინაობა.
|