სუბარი საპატიმროებში მომხდარ ინციდენტებს ადასტურებს
31.10.12 12:19
რუსთავის N1 და N2 საპატიმროებში პატიმრებსა და ადმინისტრაციას შორის მომხდარ ინციდენტებს ადასტურებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. გუშინ "კურიერის" მიერ გავრცელებულ ფაქტთან დაკავშირებით, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ამ დროისათვის ვითარება დარეგულუირებულია. მინისტრი მოუწოდებს საზოგადოებას და პატიმრების მშობლებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და საშუალება მისცენ სამინისტროს და ციხის ადმინისტრაციას გამოასწოროს არსებული ვითარება.
`იყო პატარა მღელვარება, თუმცა ჩავედით და ყველაფერი დავაწყნარეთ. ერთი რამე მინდა ვთხოვო ყველას, ნუ ეცდებიან პროვოცირებას გარედან,`- განაცხადა სოზარ სუბარმა.
მინისტრის თქმით, მისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ ადამიანის უფლებები, ღირსება და პატივი იყოს დაცული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სასჯელი არ იქნება.
|