ხუთშაბათი, 20.06.13   08:46
+21.4°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ოქტომბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

რუსთავის N16 ციხეში არეულობაა

31.10.12 19:12

რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაძაბულობაა. დაწესებულებიდან პატიმრები ადვოკატებსა და ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ადგილზე რთული ვითარებაა. ადვოკატების ინფორმაციით, მსჯავრდებულებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დიდი ნაწილი კარცერებშია გადაყვანილი.

საპატიმროს პერიოდულად ტოვებენ მონიტორინგის ჯგუფები. სასჯელაღსრულების N16 დაწესებულებაში, მთელი დღის განმავლობაში 52 დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მონიტორი იყო შესული.

მონიტორინგის ჯგუფის წევრების თქმით, საპატიმროს ტერიტორიაზე ვითარება უკვე მშვიდი და სტაბილურია. მათ გამოიტანეს სია, რომელსაც, როგორც თავად ამბობენ, 3000 პატიმარი აწერს ხელს. მთავარი მოთხოვნაა - თანამდებობიდან მოიხსნას საპატიმროს დირექტორი ლევან აბურჯანია, რომელიც ორი დღის წინ დაინიშნა.

მონიტორინგის წევრების თქმით, არსებობს ციხის თანამშრომელთა 20-კაციანი სია, რომელთა გათავისუფლებასაც პატიმრები ითხოვენ.

მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა სპეციალური მიმართვაც გაავრცელეს. მათი თქმით, პატიმრების მოთხოვნაა ადგილზე მივიდეს სოზარ სუბარი და პატიმრებს გაესაუბროს.

ლევან აბურჯანიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ამავე დროს ჟურნალისტია, გაესაუბრა მას. მისი თქმით, აბურჯანია ამბობს, რომ არეულობა, რომელიც ციხეში მოხდა იყო, ე.წ. მაყურებლების მიერ ინიცირებული და პროვოცირებული. აბურჯანია უარყოფს ბრალდებას მუქარის თაობაზე. ლევან აბურჯანია არ აპირებს კრიმინალურ ავტორიტეტებთან გარიგებას და აცხადებს, რომ არ დაუშვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რაიმე სახის ქურდული მმართველობის აღდგენას.

დაწესებულებასთან შეკრებილი პატიმრების ახლბლები აცხადებენ, რომ მათ ნაკლებად სჯერად დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მონიტორების განცხადებების, რადგან მათ მუდმივი სატელეფონო კონტაქტი აქვთ თავიანთ პატიმრებთან, რომლებიც განსხვავებულ ინფორმაციას აწვდიან.

პატიმრების ოჯახის წევრები დაშლას არ აპირებენ. ისინი ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და იქ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მისვლას დაელოდებიან.

მომხდარის თაობაზე კომენტარი გააკეთა სოზარ სუბარმა. სასჯელაღსრულების მინისტრი აცხადებს, რომ იყო არეულობის მცდელობა, რაც დღესაც გრძელდება.

`სიტუაცია არის ძალიან მარტივი - აქ არიან ე.წ. ავტორიტეტები, როლებსაც ვითომ ებრძოდა ყოფილი ხელისუფლება, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდათ. ამ გავლენების გაგრძელებას აღარ დავუშვებთ. ციხეებს მართავს ადმინისტრაცია და არა სხვა ვინმე. ყველას უფლება იქნება დაცული, მაგრამ იმას არ დავუშვებთ, რომ ციხეებს მართავდნენ ბოროტმოქმედები, ავტორიტეტები და ა.შ. გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, მაგრამ იმას არ დავუშვებთ, რომ ადმინისტრაციის ჩანაცვლება ვინმემ სცადოს,`- განაცხადა მინისტრმა.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

შსს-მ ცხრა ადამიანი დააკავა

19.06.13 13:49

სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.More...video clip 

ბედუკაძე ხიდაშელს სპეციალური განცხადებით პასუხობს

19.06.13 11:43

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელაMore...video clip 

`საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო`ბედუკაძის შესახებ

19.06.13 11:54

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია. More...video clip 

იუნესკო: ბაგრატი კულტურული მემკვიდრეობის სიაში რჩება

19.06.13 19:54

იუნესკო ადასტურებს, რომ ბაგრატის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოღებული არ არის და ის იმ ძეგლთა სიაში რჩება, რომელთაც საფრთხე ემუქრებათ. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

შეხვედრა დიპლომატებთან

19.06.13 18:20

სამალავებში აღმოჩენილ ფირებს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნობს. More...video clip 

ქუთაისში ოთხი პირი დააკავეს

19.06.13 15:01

ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.More...video clip 

ირაკლი ღარიბაშვილი ანჯეი ტიშკევიჩს შეხვდა

19.06.13 13:34

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ანჟეი ტიშკევიჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. More...

რამზან კადიევის განცხადება

19.06.13 13:20

რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company