ენერგეტიკის მინისტრმა მოადგილეები წარადგინა
31.10.12 20:04
მოადგილეები წარადგინა დღეს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურების მინისტრმა. ესენი არიან - მარიამ ვალიშვილი, ილია ელოშვილი და გია ქავთარაძე.
მინისტრის პირველი მოადგილე გია ქავთარაძე იუსტიციის მინისტრისა და ცესკოს თავმჯდომარის პოსტებს იკავებდა, მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტს ინარჩუნებს მარიამ ვალიშვილი, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს.
რაც შეეხება ილია ელოშვილს, მას ენერგეტიკის სექტორში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა გაერთიანებულ სადისტიბუციო კომპანიაში.
|