რუსთავის N16 საპატიმროსთან გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ პატიმართა მშობლები. ადგილზე შეკრებილები ამტკიცებდნენ, რომ ბოლო დღეებში პატიმრებზე ციხის ადმინისტრაციამ ზეწოლა დაიწყო.
გუშინ მთელი დღის განმავლობაში ციხეში საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრები შედიოდნენ. სწორედ მათ გამოიტანეს ის მიმართვა, რომელსაც 3 ათასი მსჯავრდებული აწერს ხელს. პატიმრები მე-16 დაწესებულების უფროსის გათავისუფლებას ითხოვენ, რომელიც მხოლოდ ორი დღეა დაინიშნა. თავად ლევან აბურჯანია ამტკიცებს, რომ არეულობა ე.წ. ციხის მაყურებლების ინიციატივით დაიწყო. არეულობას ციხეში ქურდული მენტალიტეტის გაძლიერების მცდელობას უკავშირებს სასჯელაღსრულების მინისტრიც.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა ოჯახმა 20,000 ლარის გირაოს თანხა გადაიხადა.
ვანო მერაბიშვილის მეუღლე საქართველოში დაბრუნდა. თაკო სალაყაია თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. ყოფილი პრემიერის მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა თბილისის მერი.
ვანო მერაბიშვილის დაკავებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის`გენერალური მდივნის დაკავებით მას პოლიტიკას ვერ ჩამოაშორებენ.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს.
ვიცე–პრემიერი 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე კომენტარს აკეთებს. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ კანონდამრღვევთა პასუხისმგებლობის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
17 მაისს მომხდარ ფაქტებზე საუბრისას, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი სასულიერო პირების ქცევის გამო წუხილს გამოთქვამს. ილია მეორის თქმით, მიუღებელია იდეები, რომელთა დანერგვასაც საქართველოში ზოგიერთი ჯგუფი ცდილობს, თუმცა სამღვდელოების საქციელი მოსაწონი მაინც არ იყო.