|
|
|
|
|
|
|
|
|
|
5
|
|
|
|
|
|
|
|
12
|
|
|
|
|
|
|
|
19
|
|
|
|
|
|
25
|
|
26
|
27
|
28
|
29
|
30
|
31
|
|
|





|
 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
კომისია დევნილების შენობებში შეჭრის ფაქტებს სწავლობს
01.11.12 11:16
სპეციალურად შექმნილი კომისია სხვადასხვა შენობაში უკანონოდ შეჭრილი დევნილების საკითხის შესწავლას განაგრძობს. ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად, ამ თემაზე სამოქალაქო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ.
ბოლო მონაცემებით, 1,600-ზე მეტი ოჯახიდან ამ ეტაპზე უკვე შესწავლილია ნახევარზე მეტი. კომისიაში ამბობენ, რომ გამოიკვეთნენ სხვადასხვა ტიპის პრობლემის მქონე დევნილები. ზოგიერთ მათგანს ბინა საერთოდ არ აქვს, ზოგი კი არსებული საცხოვრებლით არის უკმაყოფილო.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ შენობებში შეჭრა სისხლის სამართლის დანაშაულია, მიმდინარეობს გამოძიება და ამ ქმედების ხელშემწყობები კანონის შესაბამისად დაისჯებიან.
|
 |
 |
|
|
|
|

|