დილიდან გაიფიცნენ ფოთის პორტის თანამშრომლები. ისინი არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და ხელფასის მომატებას ითხოვენ. პორტის თანამშრომლები აცხადებენ, რომ გაფიცვას არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
პორტის ადმინისტრაციის განმარტებით, პრობლემების ნაწილი უკვე მოგვარებულია, თუმცა ამის შესახებ თანამშრომლებმა ჯერ არ იციან. სხვა საკითხების გამოსწორებას კი ადმინისტრაცია წლის ბოლომდე გეგმავს.
სამეგრელოში აღმოჩენილ იარაღის სამალავის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სოზარ სუბარის განცხადებით, სამალავში აღმოჩენილ ვიდეოკასეტებზე პატიმრების და არა მხოლოდ პატიმრების გაუპატიურებაა აღბეჭდილი.
უახლოეს მომავალში რუსეთი საქართველოსთან საჰაერო მომოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს. საუბარია რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე. განცხადება ამ თემაზე გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს დავით უსუფაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და საკრებულოს წევრი დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლების ვარდნის შესახებ საუბრობენ. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბოლო რადენიმე თვის განმავლობაში ექსპორტი და იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული.