მთავარ პროკურატურაში ბიზნესმენების განაცხადების მიღება დაიწყო
01.11.12 12:02
მთავარ პროკურატურაში უკვე დაიწყეს განაცხადების მიღება ბიზნესმენებისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით. პარალელურად, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი კმაყოფილია იუსტიციის მინისტრთან ერთად მიღწეული გადაწყვეტილებით რეგიონებში პროკურორების დანიშვნასთან დაკავშირებით.
ამიერიდან რეგიონებში პროკურორების დანიშვნა მთავარი პროკურატურის კომპეტენციაში გადადის.
`ვინც ფიქრობს, რომ ის გახდა დანაშაულის მსხვერპლი, უფლებამოსილია მიმართოს მთავარ პროკურორს, ანუ ისეთი დანაშაულები, რომელიც ადრე იქნა ჩადენილი მაგრამ ამა თუ იმ გარემოების გამო პირი ამას ვერ აცხადებდა. არ ვიცი ზუსტად სტატისტიკური მონაცემებით ამ დროისათვის რამდენი განცხადება შემოვიდა და ერთი კვირის თავზე უკვე დაიწყება ყველა საქმის გამოძიება,`- განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
|