 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა შს მინისტრის მოადგილეების შესახებ
01.11.12 12:10
შინაგან საქმეთა მინისტრის ახლად დანიშნულ მოადგილეებთან დაკავშირებით კითხვები აქვს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ზოგიერთი მოადგილე ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს ეწეოდა საქმიანობას. ნაციონალურ მოძრაობას მათ პროფესიულ რეპუტაციაში ეჭვი შეაქვს. ასეთად ისინი მინისტრის პირველ მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს ასახელებენ. ზურაბ ჯაფარიძემ 2008 წლის ერთ-ერთი ინტერვიუდან ნაცვლიშვილის სიტყვების ციტირებაც მოახდინა. მისი თქმით, ნაცვლიშვილმა შემდეგი შეფასება - `ხანდახან ვფიქრობ, რომ შესაძლოა უკეთესი ყოფილიყო. თუ რუსეთი თბილისს აიღებდა`ერთ-ერთ რუსულ სააგენტოსთან ინტერვიუში გააკეთა.
`შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებად შერჩეული პირების ნაწილს მაღალი თანამდებობები ეკავა იმ დროში, როდესაც ქვეყნის მართვის პროცესში ჩართული იყვნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები ე.წ. ქურდების სახით; როდესაც ნარკოტიკების ბრუნვა ფორმალურად აკრძალული იყო, მაგრამ რეალურად კონტროლდებოდა სწორედ სამართალდამცველი და უშიშროების სტრუქტურების მიერ; როდესაც კორუფცია საჯარო სამსახურებში აღწევდა არნახულ მასშტაბებს და, როდესაც ქართული სახელმწიფო საჯარო, განსაკუთრებით კი სამართალდამცველი სტრუქტურები გაჯერებული იყო მტერი სახელმწიფოს სპეციალური სამსახურების თანამშრომლებით,`- განაცხადა ჯაფარიძემ.
|
 |
 |
|
|


|
|
|

|