სუბარმა არასრულწლოვანთა კოლონია დაათვალიერა
01.11.12 20:43
სოზარ სუბარმა არასრულწლოვანთა კოლონია დაათვალიერა. ავჭალის კოლონიაში არსებულ ვითარებას მინისტრთან ერთად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ხასია და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები გაეცნენ.
კოლონიაში ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ იქ კვლავ გადაიყვანენ არასრულწლოვან პატიმრებს. ამჟამად ისინი სასჯელს გლდანისა და რუსთავის დაწესებულებებში იხდიან.
სოზარ სუბარი მშენებლებსაც გაესაუბრა. მინისტრმა განაცხადა, რომ ტერიტორია, რომელიც ამ ეტაპზე დაწესებულებისთვისაა გამოყოფილი, არასაკმარისი ფართობისაა, ამიტომ ავჭალის მე-11 კოლონიას დამატებითი ტერიტორიები შემოუერთდება.
|