პრემიერ-მინისტრი `ნაციონალური მოძრაობის` ბრალდებებზე
01.11.12 20:29
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის მიერ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ წაყენებეულ ბრალდებებზე კომენატრი დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ბიძინა ივანიშვილის განცახდებით, ნაცვლიშვილი ღირსეული პიროვნებაა.
"ლაშა ძალიან ჭკვიანი კაცია. ასეთი გამონათქვამი ჩემთვის საეჭვოა, თქვა თუ არა, ანდა, რა ჰქონდა მხედველობაში, ეს უნდა გავიგო. მე მგონი, ლაშა ნაცვლიშვილი არის ღირსეული პიროვნება, მას აქვს ნორმალური წარსული და საეჭვო მგონია, რომ მსგავსი პოზიცია ჰქონოდა," - თქვა მან.
|