მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის უფროსი წარადგინა
02.11.12 10:00
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად კახა კაკაბაძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარუდგინა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საგამოძიებო სამსახურმა გააუმჯობესოს ურთიერთობები შემოსავლების სამსახურთან და სინქრონულად იმუშაონ.
`კანონი ყველასთვის უნდა იყოს კანონი. ბიზნესმენებმა უნდა გაითავისონ, რომ გადასახადების გადაუხდელობა იქნება დასჯადი ქმედება. გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს,`- განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ საგამოძიებო სამსახური არასოდეს არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური ნიშნით.
ნოდარ ხადურმა კახა კაკაბაძეს სთხოვა, რომ "იყოს ბიზნესმენების მეგობარი".
|