 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
რუსეთის პირველი გამოხმაურება ზურაბ აბაშიძის დანიშვნაზე
02.11.12 10:49
ზურაბ აბაშიძის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყებაში პირველი კომენტარი გაკეთდა.
`რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალ წარმომადგენელს მოსკოვში კარგად იცნობენ, როგორც რუსეთში საქართველოს ყოფილ ელჩს, გამოცდილ ადამიანს და დიპლომატს,`- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა. რუსულ მედიასთან ინტერვიუში მან ისაუბრა აბაშიძის, როგორც ყოფილი ელჩის გამოცდილებაზეც, რომელიც ბოლო წლებში რუსეთს სხვადასხვა რანგში ხშირად სტუმრობდა.
|
 |
 |
|
|

სხვა ახალი ამბები
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში დღეს სამი საათისთვის აპირებენ სარჩელის შეტანას. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.
გირაოთი გათავისუფლებული ზურაბ ჭიაბერაშილი იმედოვნებს, რომ ახალი ხელისუფლება სასამართლოზე ზეწოლას ვერ მოახდენს და ისინი სიმართლის დამტკიცებას შეძლებენ. ამის შესახებ კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში მშობლების განზრახ მკვლელობის ბრალდებით 36 წლის მამაკაცი დააკავა. შემთხვევა რუსთავში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა მშობლები თავის საცხოვრებელ ბინაში...
ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ, სადაც გერმანიაში მცხოვრები ქართველები და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები შეიკრიბნენ.

|
|
|

|