აფრასიძეების ოჯახი ხელახალ გამოძიებას ითხოვს
02.11.12 13:52
2004 წელს მესტიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული და დაპატიმრებული აფრასიძეების ოჯახის წევრები საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ. მათ უკვე მიმართეს მთავარ პროკურატურას.
ისინი აგრეთვე მოითხოვენ უწყებაში 2009 წლის სექტემბერში შეტანილ სარჩელზე რეაგირებას, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ უნდა დაწყებულიყო.
აფრასიძეების ოჯახის ადვოკატების კიდევ ერთი მოთხოვნაა - შეიქმნას პროკურორების სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაკავებული გოჩა და შმაგი აფრასიძეების და ასევე, ვლადიმერ მურავიოვის საქმეებს შეისწავლის.
|