ზურაბ აბაშიძე რუსეთიდან საპასუხო ნაბიჯებს ელის
02.11.12 14:23
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაიწყება მოლაპარაკებები რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლის დაბრუნების შესახებ.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით კი უკვე რუსეთის შემხვედრ ნაბიჯზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები.
`ახლა მთავარია, რომ ჩვენ მოვისმინოთ ჩვენი ინიციატივის საპასუხო რეაქცია რუსეთის მხრიდან. გუშინდელი გადაწყვეტილება დიპლომატიური არხით გაიგზავნება მოსკოვში და შემდეგ ველით, თუ რა რეაქცია იქნება. ჩვენი სურვილია იყოს დადებითი რეაქცია, ამის შემდეგ დავეკონტაქტებით და ჩამოვყალიბდებით ფორმატზე,`- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
|