რუსთავის N16 ციხის დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა
02.11.12 14:36
რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ ციხის დირექტორს ლევან აბურჯანიას უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ განცხადება სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
მასში ნათქვამია, რომ მსჯავრდებულთა და მათი ოჯახის წევრების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო, მინისტრმა კი საკითხის საბოლოო შესწავლამდე აბურჯანიას უფლებამოსილება შეუწყვიტა.
რუსთავის N16 ციხეში პატიმრების პროტესტი უკვე სამი დღეა გრძელდება. ისინი აბურჯანიას ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებდნენ.
ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განცხადება გააკეთა 17 მაისს თბილისში აქციაზე თავდასხმასთან დაკავშირებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა პატრიკ ვენტრელმა განაცხადა, რომ...
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას პროტესტი მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან. ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ლიდერები 17 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენების გამოძიებას მოითხოვენ. მათი აზრით, სამართალდამცველებმა, პირველ რიგში, აქციის ორგანიზატორები უნდა დააპატიმრონ და არა რიგითი მოქალაქეები.
ბიძინა ივანიშვილი ექსპერტთა კლუბში შეხვედრას მართავს. პრემიერ-მინისტრი ანალიტიკოსებს ხვდება და სავარაუდოდ, მათთან ერთად პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს განიხილავს.