ხუთშაბათი, 23.05.13   18:19
+27°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ნოემბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრემიერის მოწოდებას უპასუხა

02.11.12 19:41

პრემიერის მოწოდებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უპასუხეს. ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს და ადმინისტრაციას, ხარჯების დაზოგვის მიზნით, მთავრობის კანცელარიაში გადასვლას სთავაზობს. 

საგანგებო განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გაავრცელა.

„საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი  ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების მნიშვნელოვანი ნაწილია. შენობა, სადაც ფუნქციონირებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, არ გახლავთ  მოქალაქე  მიხეილ სააკაშვილის  კუთვნილება. ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის ნორმალური ფუქციონირება ყველა ცივილიზებული ქვეყნის დემოკრატიის ნაწილია. საქართველოს შემთხვევაშიც ეს არის ჩვენი ქართული დემოკრატიის შემადგენელი. ასევე დემოკრატიის შემადგენელია, შეუთანხმებლობის მიუხედავად, განსხვავებული აზრის მქონე ინსტიტუტების არსებობის შეგუება. მიგვაჩნია, რომ ეს კარგი და სწორია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალი მთავრობა გარდამავალ პროცესს ისევე ცივილიზრბულად მიუდგება, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და წინა მთავრობა. ასევე სრულიად ნათელია ის, რომ საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა იწურება ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ. ახალი არჩევნები კი 2013 წლის ოქტომბერში გაიმართება. გვინდა ყველას  შევახსენოთ, რომ ეს იგივე კონსტიტუცია და იგივე  ვადებია,  რომელთა საშუალებითაც აირჩა საქართველოს ამჟამინდელი პარლამენტი და შეიქმნა  ახალი უმრავლესობა. მაშინ შეკითხვები საკონსტიტუციო ვადებთან დაკავშირებით  არ დასმულა“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ჭიაბერაშვილმა საპატიმრო გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა

23.05.13 12:16

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა ოჯახმა 20,000 ლარის გირაოს თანხა გადაიხადა.More...video clip 

მერაბიშვილი თბილისში, N9 დაწესებულებაში გადმოიყვანეს

23.05.13 10:00

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ გვიან ღამით ქუთაისიდან თბილისში გადმოიყვანეს.More...video clip 

მერაბიშვილის მეუღლე და თბილისის მერი საქართველოში დაბრუნდნენ

23.05.13 10:39

ვანო მერაბიშვილის მეუღლე საქართველოში დაბრუნდა. თაკო სალაყაია თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. ყოფილი პრემიერის მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა თბილისის მერი. More...video clip 

დიმიტრი შაშკინი მერაბიშვილს დიდი წონის პოლიტიკოსს უწოდებს

23.05.13 15:23

ვანო მერაბიშვილის დაკავებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის`გენერალური მდივნის დაკავებით მას პოლიტიკას ვერ ჩამოაშორებენ.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

23.05.13 14:53

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს.More...video clip 

მამამ შვილი ფანჯრიდან გადააგდო

23.05.13 14:43

ერთი თვის ჩვილი მამამ ფანჯრიდან გადმოაგდო. მეორე სართულიდან გადმოგდებული ბავშვი ადგილზე დაიღუპა. More...

გიორგი მარგველაშვილი 17 მაისის შესახებ კომენტარს აკეთებს

23.05.13 11:29

ვიცე–პრემიერი 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე კომენტარს აკეთებს. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ კანონდამრღვევთა პასუხისმგებლობის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.More...video clip 

საპატრიარქო 17 მაისს მომხდარ ძალადობას გმობს

23.05.13 11:11

17 მაისს მომხდარ ფაქტებზე საუბრისას, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი სასულიერო პირების ქცევის გამო წუხილს გამოთქვამს. ილია მეორის თქმით, მიუღებელია იდეები, რომელთა დანერგვასაც საქართველოში ზოგიერთი ჯგუფი ცდილობს, თუმცა სამღვდელოების საქციელი მოსაწონი მაინც არ იყო.More...video clip 


  სრული პროგრამა
`შინი``ნანუკას შოუში`
ლევან აბაშიძე - 50
პოზიცია - ხმაურიანი დაკავება
ოლესია თავაძის სამყარო

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company