ახალაიას ადვოკატის სარჩელი სააპელაციო სასამართლოს გადაეგზავნება
16.11.12 11:09
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას დაცვის მხარის საჩივარი საქალაქო სასამართლომ დღეს სააპელაციო ინსტანციას უნდა გადაუგზავნოს, რომელმაც, თავის მხრივ, ადვოკატ დავით დეკანოიძის საჩივარი მიღებიდან 72 საათში უნდა განიხილოს.
ადვოკატი ბაჩო ახალაიას მიმართ საქალაქო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს მეორედ მიესაჯა პატიმრობა.
უფლებამოსილების გადამეტება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამება - ახალაიას ბრალი ამ სამი მუხლით აქვს წაყენებული. შესაძლოა, უსაფრთხოების მიზნით უახლოეს დღეეში ის სხვა საპყრობილეში გადაიყვანონ. ამის შესახებ უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.
|