ირაკლი ღარიბაშვილი მზად არის უმცირესობას შეხვდეს
07.03.13 14:23
შინაგან საქმეთა მინისტრი მზად არის უმცირესობის შეკითხვებს უპასუხოს. ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ოპოზიციამ მიიწვია. მინისტრი აცხადებს, რომ ის აუცილებლად მივა საკანონმდებლო ორგანოში, როცა ამისთვის საჭირო დროს გამონახავს და ყველა შეკითხვაზე გასცემს პასუხს.
`გავუგზავნე დღეს ოფიციალური წერილი, რომ ამ კვირაში, ვინაიდან შედგენილი იყო ჩემი შეხვედრების განრიგი, ვერ მოვახერხებ პარლამენტში ჩასვლას, მაგრამ მე არასოდეს არ მითქვამს, რომ არ მივალ პარლამენტში. მე პარლამენტს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა მივალ. მზად ვარ ნებისმიერ შეკითხვას გავცე პასუხი,`- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
|