კოალიციის წარმომადგენლები ჟენევის მოლაპარაკებებს დაესწრებიან
10.10.12 10:20
ჟენევის მოლაპარალეკებებს `ქართული ოცნების`რეინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატი პაატა ზაქარეიშვილი და კოალიციის კიდევ ერთი წევრი, კონფლიქტოლოგი გიორგი ვოლსკიც დაესწრებიან. ისინი უკვე გაემგზავრნენ შვეიცარიაში. მოლაპრაკებების მორიგი, 21-ე შეხვედრა ხვალ დაიწყება.
ქართული დელეგაცია მოლაპარაკებებზე რამდენიმე საკითხს დააყენებს. მათ შორის არის ძალის გამოუყენებლობა, დევნილების დაბრუნება და რეგიონის დეოკუპაცია. ჟენევის მოლაპარაკებები ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება, რომელთაგან ერთი უსაფრთხოების, მეორე კი ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.
`გეგმა არის, რომ დაიწყოს მუშაობა ძალის არგამოყენების ხელშეკრულებაზე. ამ დოკუმენტმა რუსეთს უნდა ააღებინოს ეს ვალდებულება, იმიტომ, რომ მოლაპარაკებების ყველა სხვა მონაწილეს უკვე აქვს ეს ვალდებულება აღებული,`- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ.
კოალიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ძალიან დასაფასებელია მათი ჩართვა ამ პროცესში, რადგან მათ ზოგადი წარმოდგენა აქვთ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატზე, თუმცა დეტალებში ჩახედვა და გაცნობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
|