ივანიშვილი 6 მინისტრს ორშაბათს დაასახელებს
13.10.12 17:43
ბიძინა ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტის ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატურებს ორშაბათს დაასახელებს. ეს განცხადება კოალიციის ლიდერმა დღეს გივი შაჰნაზარის საღამოზე გააკეთა, რომელიც "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა.
"საკმაოდ გამირთულდა ის დარჩენილი ადგილები. ორშაბათს შეიძლება დავამატოთ რამდენიმე მინისტრი," - უთხრა მან ჟურნალისტებს.
ივანიშვილი საღამოზე მთარგმნელის, ესეისტის, პოეტის მიწვევით იმყოფებოდა.
დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრობის კანდიდატი და სომხური დიასპორის წარმომადგენლებიც.
|