მიხეილ ყაველაშვილმა შესაძლოა ზვიად სიჭინავა შეცვალოს
16.10.12 10:24
ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი შესაძლოა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა სწორედ მან შეცვალოს ზვიად სიჭინავა. გადადგება თუ არა სიჭინავა და დაინიშნება თუ არა ფედერაცაიაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კიდევ ერთი ინფორმაციით, ყაველაშვილმა შესაძლოა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავოს. ამ ინფორმაციას კოალიციაში ჯერჯერობით არ ადასტურებენ. მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, მისი საქართველოში დაბრუნების მიზეზი პოლიტიკური ცვლილებები გახდა.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-მა" მიიღო გადაწყვეტილება მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის აღკვეთის ღონისძიების განმხილველი სასამართლო სხდომის ტრანსლაციის თაობაზე.
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ქუთაისის სასამართლო დღეს იმსჯელებს.
მთვრობის ყოფილი წევრების დაკავებაზე და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტი სააკაშვილი. განცხადება ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.
ქუთაისში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი პირები სამართლიანობის აღდგენას და დაკავებულთათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ყველას აფრთხილებს, არ ჩაერიონ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესებში. კონსტანტინე კუბლაშვილი აცხადებს, რომ მსგავს მცდელობაზე პირადად მას უმკაცრესი რეაქცია ექნება.
ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის და ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა სოჭის რეზიდენციაში გაიმართა.