ოთხშაბათი, 19.06.13   13:13
+21.6°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

სექტემბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

ევროკავშირი საქართველოს შესახებ

16.10.12 10:35

ევროკავშირი მზად არის შეინარჩუნოს იგივე პოლიტიკა საქართველოსთან ასოცირებულ შეთანხმებასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებში. ამის შესახებ ნათქვამია უმაღლესი წარმომადგენლის, კეტრინ ეშტონის დასკვნაში, რომელიც ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გავრცელდა.

ევროკავშირი ასევე მიესალმება ჩატარებულ არჩევნებს და მოუწოდებს ქვეყანაში არსებულ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს ერთმანეთთან თანამშრომლობისკენ. ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოში ეფექტური საპარლამენტო ოპოზიციის არსებობის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. საქართველოს შესახებ კეტრინ ეშტონმა სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზეც ისაუბრა.

`მივესალმებით საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგს. ეს არის ქვეყნის ისტორიაში ძალაუფლების პირველი მშვიდობიანი გადაცემა. ახალ პრემიერ-მინისტრს, რომელსაც მე უკვე ვესაუბრე, მოუწევს იმუშაოს პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ხალხის კეთილდღეობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის, რომ ეს პერიოდი იყოს მშვიდი და კარგად ორგანიზებული. ევროკავშირი მხარს უჭერს ქვეყნის პოლიტიკურ თანამშრომლობას და ეკონომიკურ ინტეგრაციას. ასევე მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში. მე გამოვაცხადე, რომ შტეფან ფულე და ჰელგა შმიდტი ამ კვირაში საქართველოში ჩავლენ, სადაც ჩემი დავალებით დისკუსიებს გამართავენ,`- განაცხადა ეშტონმა.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

შეხვედრა დიპლომატებთან

19.06.13 11:29

სამალავებში აღმოჩენილ ფირებს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნობს. More...

ბედუკაძე ხიდაშელს სპეციალური განცხადებით პასუხობს

19.06.13 11:43

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავის 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელაMore...

`საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო` ბედუკაძის შესახებ

19.06.13 11:54

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია. More...

ოჯახი ოკუპანტების მიერ დაკავებული ყურწუას გათავისუფლებას ელოდება

19.06.13 12:53

უკვე მეხუთე დღეა ოჯახის წევრები ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროების ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებას ელოდებიან. იური ყურწუას ოჯახმა ის თანხაც გადახდა, რომელიც ოკუპანტებს ე.წ. საზღვრის დარღვევისათვის ჯარიმად აქვთ დაკისრებული. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ვანო მერაბიშვილმა შიმშილობა შეწყვიტა

19.06.13 12:32

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. მერაბიშვილს საკანში ტელევიზორი შესაძლოა დღესვე შეუტანონ. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და შეთანხმებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან. More...

უსუფაშვილმა ბრიუსელში შეხვედრები დაასრულა

19.06.13 10:12

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა. ის დღეს ლონდონში მიემგზავრება, სადაც ასევე გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს. ბრიუსელში კი ბოლო შეხვედრა ბელგიის სენატში გამართა.More...

დავით უსუფაშვილი მარტინ შულცს შეხვდა

18.06.13 17:24

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს დავით უსუფაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. More...video clip 

სამეგრელოში აღმოჩენილი იარაღი თავდაცვის სამინისტროს არ ეკუთვნის

18.06.13 17:11

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სამეგრელოში საიდუმლო სამალავების აღმოჩენის ფაქტს გამოეხმაურა. ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ...More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company