საზოგადოებრივი მაუწყებელი `პიკთან`კონტრაქტს აჩერებს20.10.12 15:23საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელეკომპანია "პირველ კავკასიურთან" გაფორმებულ კონტრაქტს აჩერებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადებაც გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ასრულებდა ყველა, მათ შორის, ფინანსურ ვალდებულებას კონტრაქტორი კომპანიის მიმართ, "პიკმა" კი შეთანხმების რამდენიმე მუხლი დააღვია, ეთერში საპროტესტო საინფორმაციო გაუშვა და თვითნებურად გავიდა სატელიტურ სიხშირეზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის განმარტებით, ამ ფაქტმა ფინანსური და სხვა სახის პრობლემები წარმოშვა. ამის შემდეგ 18 ოქტომბერს მაუწყებელს ტელეკომპანია "პიკის" გენერალურმა დირექტორმა მომართა თხოვნით, რომ კომპანიის პარტნიორებთან შეთანხმებით შეჩერებულიყო მაუწყებელსა და "პიკს" შორის არსებული ხელშეკრულებები და დაწყებულიყო მოლაპარაკებები ახალი შეთანხმების შესახებ, რის შემდეგაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით, ურთიერთობების შემდგომ გარკვევამდე კონტრაქტის მოქმედება გაჩერებულია. |
||||||||
![]() |
||||||||







