ხუთშაბათი, 23.05.13   11:36
+26.5°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

სექტემბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს

23.10.12 18:00

მინისტრობის კანდიდატები დღეს დილიდან თავის გეგმებზე საუბრობდნენ. პარლამენტის კომიტეტებში გამართულ შეხვედრებზე, სამთავრობო პროგრამის გარდა, დეპუტატები კონკრეტული სამინისტროების განვითარების გეგმებსაც ისმენდნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ღარიბაშვილი კანონმდებლებთან პოლიციის დეპოლიტიზებაზე საუბრობდა. იგეგმება რეფორმები, რომელიც მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ უნდა განხორციელდეს. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ თანამშრომლებს სამსახურიდან უსამართლოდ არ გაათავისუფლებენ.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატმა ლტოლვილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მაია ფანჯიკიძემ კი დღეს პარლამენტარებს განუცხადა, რომ ახალი მთავრობა არ შეცვლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს.

`ქვეყნის საგარეო ორიენტირი არის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ორიენტაცია, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ძალიან კარგი ურთიერთობები ჩვენს მეზობლებთან და მცდელობა, რომ დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ჭიაბერაშვილმა საპატიმრო გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა

23.05.13 12:16

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა ოჯახმა 20,000 ლარის გირაოს თანხა გადაიხადა.More...video clip 

მერაბიშვილი თბილისში, N9 დაწესებულებაში გადმოიყვანეს

23.05.13 10:00

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ გვიან ღამით ქუთაისიდან თბილისში გადმოიყვანეს.More...

მერაბიშვილის მეუღლე და თბილისის მერი საქართველოში დაბრუნდნენ

23.05.13 10:39

ვანო მერაბიშვილის მეუღლე საქართველოში დაბრუნდა. თაკო სალაყაია თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. ყოფილი პრემიერის მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა თბილისის მერი. More...

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

23.05.13 14:53

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ ) ბიჩინაშვილსა და იოანე თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ ( ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს.More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

მამამ შვილი ფანჯრიდან გადააგდო

23.05.13 14:43

ერთი თვის ჩვილი მამამ ფანჯრიდან გადმოაგდო – მეორე სართულიდან გადმოგდებული ბავშვი ადგილზე დაიღუპა. More...

გიორგი მარგველაშვილი 17 მაისის შესახებ კომენტარს აკეთებს

23.05.13 11:29

ვიცე–პრემიერი 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე კომენტარს აკეთებს. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ კანონდამრღვევთა პასუხისმგებლობის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.More...

საპატრიარქო 17 მაისს მომხდარ ძალადობას გმობს

23.05.13 11:11

17 მაისს მომხდარ ფაქტებზე საუბრისას, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი სასულიერო პირების ქცევის გამო წუხილს გამოთქვამს. ილია მეორის თქმით, მიუღებელია იდეები, რომელთა დანერგვასაც საქართველოში ზოგიერთი ჯგუფი ცდილობს, თუმცა სამღვდელოების საქციელი მოსაწონი მაინც არ იყო.More...

აშშ-ის საელჩო 17 მაისს მომხდარ ძალადობას გმობს

23.05.13 11:05

19 მაისს, პოლიციის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებისას, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილსა და სხვებს, რომელთაც 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მომხდარი ძალადობა დაგმეს. More...


  სრული პროგრამა
`შინი``ნანუკას შოუში`
ლევან აბაშიძე - 50
პოზიცია - ხმაურიანი დაკავება
ოლესია თავაძის სამყარო

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company