 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
მინისტრობის კანდიდატი გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა
24.10.12 11:00
ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი შეხვდა. ხელფასების მომატების საკითხზე გიორგი კვირიკაშვილი `ჯორჯიან მარგანეცის` გენერალურ დირექტორს ვლადიმერ ლოჟინსკისაც ესაუბრა, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება მოლაპრაკებებისას არ მიუღიათ. მაღაროელები ხელფასის 100 პროცენტით გაზრდას ითხოვენ, გენერალური დირექტორი კი აცხადებს, რომ ანაზღაურება გაიზრდება, ოღონდ ნაკლები მოცულობით.
ერთადერთი საკითხი, რაზეც მინისტრობის კანდიდატი კვირიკაშვილი და კომპანიის დირექტორი შეთანხმდნენ, ის არის, რომ ეკონომიკის სამინისტროდან უახლოეს პერიოდში ჭიათურაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლები ჩავლენ, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან უსაფრთხოების ნორმებს.
მაღაროელები კი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.
|
 |
 |
|
|
|
|

|