ხუთშაბათი, 20.06.13   03:08
+19.8°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

სექტემბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს

25.10.12 20:34

ქვეყანას ახალი მთავრობა ჰყავს. ახლად დაკომპლექტებული მთავრობის შემადგენლობა ასეთია:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ბიძინა ივანიშვილი; ვიცე პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია; ვიცე პრემიერ-მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი - კახა კალაძე; ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური; საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე; იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი - დავით დარახველიძე; შინაგან საქმეთა მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი;
ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - დავით ნარმანია; გარემოს დაცვის მინისტრი - ხათუნა გოგალაძე; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგიენკო;
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - გიორგი მარგველაშვილი,
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი;
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - კოტე სურგულაძე;
ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი - სოზარ სუბარი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - გურამ ოდიშარია; სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით კირვალიძე; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი; დასაქმების მინისტრი - კახა საკანდელიძე.

ახალი მთავრობა პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. 88 ხმით 54-ის წინააღმდეგ საკანონმდებლო ორგანომ ”ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს და მთავრობის ახალ პროგრამას ნდობა გამოუცხადა.

საპარლამენტო უმცირესობამ მთავრობის ამ შემადგენლობას და მინისტრების პროგრამას მხარი არ დაუჭირა.

პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა პირველი განცხადება გააკეთა. პირველი ნაბიჯი, რასაც ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტი გადადგამს, განთლების, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროში რეფორმების გატარება იქნება.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

შსს-მ ცხრა ადამიანი დააკავა

19.06.13 13:49

სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.More...video clip 

ბედუკაძე ხიდაშელს სპეციალური განცხადებით პასუხობს

19.06.13 11:43

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელაMore...video clip 

`საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო`ბედუკაძის შესახებ

19.06.13 11:54

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია. More...video clip 

იუნესკო: ბაგრატი კულტურული მემკვიდრეობის სიაში რჩება

19.06.13 19:54

იუნესკო ადასტურებს, რომ ბაგრატის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოღებული არ არის და ის იმ ძეგლთა სიაში რჩება, რომელთაც საფრთხე ემუქრებათ. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

შეხვედრა დიპლომატებთან

19.06.13 18:20

სამალავებში აღმოჩენილ ფირებს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნობს. More...video clip 

ქუთაისში ოთხი პირი დააკავეს

19.06.13 15:01

ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.More...video clip 

ირაკლი ღარიბაშვილი ანჯეი ტიშკევიჩს შეხვდა

19.06.13 13:34

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ანჟეი ტიშკევიჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. More...

რამზან კადიევის განცხადება

19.06.13 13:20

რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company