პარასკევი, 24.05.13   10:22
+27°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

სექტემბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

პირველი სამუშაო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

29.10.12 14:33

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის წევრებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. დილიდან მთავრობის კანცელარიაში იყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე.

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხზე, მათ შორის პრემიერის უცხოეთში ვიზიტების თაობაზე.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თქმით კი მან პრემიერი საქმის კურსში ჩააყენა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვითარებაა თავდაცვის სისტემაში.

`ეს იყო ჩვენი პირველი სამუშაო შეხვედრა. პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში ჩავაყენე სისტემაში შექმნილ ვითარებაზე, მათ შორის ფინანსური კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ და იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ჯარი საბრძოლო მზადყოფნაში,`- განაცხადა ალასანიამ.

დავით კირვალიძის განცხადებით კი შეხვედრაზე ყურადღება გამახვილა სოფლის მეურნეობის მილიარდიანი ფონდის შექმნის საკითხებზე.

`ამ ფონდის მიზანი დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა - უცხოური კაპიტალის შემოტანა იქნება, თუმცა ამასთან იარსებებს ბიუჯეტი, რომელიც თავის საქმეს გააკეთებს და ბუნებრივია, ეს ფონდი მასთან თავსებადობაში მოვა,`- განაცხადა მინისტრმა.

დღესვე კანცელარიაში იმყოფებოდა აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, რომელმაც პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტ ობამას მილოცვის წერილი გადასცა.

როგორც ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს  განუცხადა, მისთვის დიდი პატივია გადასცეს პრემიერ-მინისტრს მილოცვის წერილი, ასევე უსურვოს მას წარმატება პრემიერ-მინისტრის რანგში.

ელჩმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება და აშშ გააგრძელებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას.

 

 

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ადვოკატები ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ

24.05.13 10:26

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში დღეს სამი საათისთვის აპირებენ სარჩელის შეტანას. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.More...

ჭიაბერაშვილი იმედოვნებს, რომ სიმართლის დამტკიცებას შეძლებს

24.05.13 10:45

გირაოთი გათავისუფლებული ზურაბ ჭიაბერაშილი იმედოვნებს, რომ ახალი ხელისუფლება სასამართლოზე ზეწოლას ვერ მოახდენს და ისინი სიმართლის დამტკიცებას შეძლებენ. ამის შესახებ კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. More...

მამაკაცი მშობლების მკვლელობისთვის დააკავეს

24.05.13 11:03

პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში მშობლების განზრახ მკვლელობის ბრალდებით 36 წლის მამაკაცი დააკავა. შემთხვევა რუსთავში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა მშობლები თავის საცხოვრებელ ბინაში...More...

გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა 17 მაისს მომხდარი ძალადობა დაგმეს

24.05.13 11:58

ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ, სადაც გერმანიაში მცხოვრები ქართველები და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები შეიკრიბნენ.More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ჯონ კერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

24.05.13 11:49

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გავრცელებულ განცხადებაში ჯონ კერი ყურადღებას ამახვილებს ორი ქვეყნის პარტნიორობაზე, რაც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება. More...

დიმიტრი შაშკინი მერაბიშვილს დიდი წონის პოლიტიკოსს უწოდებს

23.05.13 15:23

ვანო მერაბიშვილის დაკავებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის`გენერალური მდივნის დაკავებით მას პოლიტიკას ვერ ჩამოაშორებენ.More...video clip 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

23.05.13 14:53

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს.More...video clip 

მამამ შვილი ფანჯრიდან გადააგდო

23.05.13 14:43

ერთი თვის ჩვილი მამამ ფანჯრიდან გადმოაგდო. მეორე სართულიდან გადმოგდებული ბავშვი ადგილზე დაიღუპა. More...video clip 


  სრული პროგრამა
`პროფილი`: ზურგი - შენ რა სექსი ხარ
`შინი``ნანუკას შოუში`
ლევან აბაშიძე - 50
ოლესია თავაძის სამყარო

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company