სხვა ახალი ამბები
დაკავებულია თბილისში, `ტაო პრივატ ბანკის` ფილიალზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 20 წლის ახალგაზრდა. ის გურამიშვილის გამზირზე მდებარე ბანკში შეიარაღებული 10 ივნისს შეიჭრა. 
ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული ე.წ. კანონიერ ქურდი ტარიელ ფოცხვერია, მეტსახელად `ტარასა` კვლავ სასამართლოს წინაშე წარდგება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია უკვე გაავრცელა.
უახლოეს მომავალში რუსეთი საქართველოსთან საჰაერო მომოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს. საუბარია რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე. განცხადება ამ თემაზე გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრაიმერისთვის ემზადება. გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატის პრაიმერის გზით შერჩევის შესახებ უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.