ორშაბათი, 20.05.13   12:38
+23.2°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ოქტომბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

ანაკლიაში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იწყება

02.09.12 14:18

ერთ თვეში, ანაკლიაში, ახალი გრანდიოზული სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იწყება.

შესაბამისი ხელშეკრულება ინდოეთის ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროების ქსელის მფლობელ კომპანიასა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის უკვე გაფორმებულია.

პროექტის დიზაინი ინდოეთის წამყვანი არქიტექტორების მიერ არის შემუშავებული.

მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება და 2014 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. სამუშაო პროცესში ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება.

ინვესტიციის საერთო მოცულობა 10 მილიონ დოლარს შეადგენს. დაგეგმილია 54 სასტუმრო ოთახის მშენებლობა, ასევე აიგება 98 კოტეჯი – მათ შორის 8 მდინარე ენგურზე.

კომპლექსის შუაგულში კეთდება „ლაგუნის“ ტიპის ხელოვნური ტბა და სხვადასხვა საცურაო აუზები, ასევე უნიკალური სპა ცენტრი, რესტორნები, ბარები, ღამის კლუბი, ჩოგბურთის კორტები, საბავშვო მოედანი.

აზარტული თამაშებით გატაცებული ვიზიტორებისათვის, აშენდება კაზინო.

ანაკლიაში მსგავსი ტიპის მაშტაბური დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კურორტის განვითარებას და მეტი დამსვენებლის მოზიდვას.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ეზუგბაია გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს

20.05.13 10:00

ირაკლი ეზუგბაია უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოსვლას და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.More...

პრეზიდენტის ვიზიტი ტაილანდის სამეფოში

20.05.13 10:58

საქართველოს პრეზიდენტი ტაილანდის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში აზია-წყნარი ოკეანის სამიტს ესწრება. მასში მსოფლიოს 37 ქვეყნის მაღალი რანგის სახელმწიფო პირები, პოლიტიკოსები და ექსპერტები მონაწილეობენ.More...

არასამთავრობოები 17 მაისის დარღვევებზე პროკურატურას მიმართავენ

20.05.13 11:15

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ადამიანის უფლებათა დამცველები რუსთაველის გამზირზე 17 მაისს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით მოპოვებულ ვიდეომასალასა და მონიტორინგის შედეგებს პროკურატურას გადაუგზავნიან.More...

მოქალაქეთა მიმართვა პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს

20.05.13 11:45

საქართველოს 1,200–ზე მეტი მოქალაქე პრეზიდენტს, პრემიერ–მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და 17 მაისის მოვლენების საფუძვლიან გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

საპროტესტო აქციას დაპირისპირება მოჰყვა

18.05.13 21:12

შეკრება გუშინ გამოვლენილი ძალადობის დასაგმობად დღეს მთავრობის კანცელარიის შენობასთან გაიმართა, თუმცა ადგილზე მისულ აქციის მონაწილეებს იქ ისევ მათი მოწინააღმდეგეები დახვდნენ.More...

`იდენტობის` მიერ ორგანიზებული აქცია ძალადობაში გადაიზარდა

17.05.13 16:30

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ორგანიზაცია `იდენტობის`მიერ დაგეგმილი აქცია რუსთაველის გამზირზე ჩაიშალა. ამის მიზეზი აქციის მოწინააღმდეგეთა შეკრება გახდა.More...video clip 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

17.05.13 15:06

რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.More...

პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს

17.05.13 14:41

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილმა მოქალაქეებს, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს მოუწოდა იმოქმედონ კანონის ფარგლებში.More...video clip 


  სრული პროგრამა
რელიგიური უმცირესობა 17 მაისზე საუბრობს
ჩამორთმეული მანქანები
პოლიციელის დღე
Comedy-შოუ

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company