ოთხშაბათი, 22.05.13   11:35
+20.8°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ოქტომბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცრაზმელი დაკრძალეს

02.09.12 18:14

საგარეჯოს რაიონის სოფელ რუსიანში დღეს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცრაზმელი დაკრძალეს. სოლომონ წიკლაურის ოჯახს საქართველოს პრეზიდენტმა და შს მინისტრმა მიუსამძიმრეს.

მიხეილ სააკაშვილმა წიკლაურის ახლობლებს თანადგომა გამოუცხადა.

დაკრძალვის ცერემონიას ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები და რიგითი მოქალაქეებიც დაესწრნენ.

დაღუპული კაპიტანი გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ჯილდო მის ოჯახს გადაეცა.

აგვისტოს ბოლოს საქართველო-რუსეთის საზღვართან ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ლიკვიდირებულია 11 დივერსანტი.

ლოპოტის ხეობაში შეიარაღებული ჯგუფის დევნის ოპერაცია 29 აგვისტოს, გამთენიისას დაიწყო. საქართველოში გადმოსულმა შეიარაღებულმა პირებმა მანამდე მძევლების რამდენიმე ჯგუფი აიყვანეს, მათ გასათავისუფლებლად სპეციალური ღონისძიებები მალევე დაიწყო. ბოლო მძევლის გათავისუფლებას უკვე ორმხირივი სროლა მოჰყვა. სწორედ ამ შეტაკების დროს მოხდა შეიარაღებული ჯგუფის წევრების ლიკვიდაცია და დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 სპეცრაზმელი - იოსებ წიკლაური და არჩილ ჩოხელი, ასევე თავდცავის სამინისტროს სპეცრაზმის ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე.

ცეცხლის გახსნამდე საზღვარზე გადმოსულ პირებს სამართალდამცველებმა დანებება რამდენჯერმე შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ჭიაბერაშვილს და მერაბიშვილს ბრალი წაუყენეს

22.05.13 10:00

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ქუთაისის სასამართლო დღეს იმსჯელებს.More...

მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა

22.05.13 10:57

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სახლებში დაკავების შემდეგ ჩხრეკა გაიმართ. 54,000 ევრო, 33,000 დოლარი და 29,000 ლარი ამოიღეს სამართალდამცველებმა ვანო მერაბიშვილის სახლიდან.More...

გოგა ბოკერია მთავრობას ოპონენტების დევნაში ადანაშაულებს

22.05.13 11:04

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დაკავებას უშიშროების საბჭოს მდივანი გამოეხმაურა. გიგა ბოკერიას აზრით, ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა იყო და მიზნად ნაციონალური მოძრაობის, როგორც პოლიტიკური ოპონენტის ჩამოშორებას ...More...

ჩიორა თაქთაქიშვილის პროტესტი

21.05.13 17:54

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას პროტესტი მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან. ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილის დაკავებას ეხმაურება

21.05.13 17:33

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.More...video clip 

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დააკავეს

21.05.13 16:37

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა. More...video clip 

არასაპარლამენტო ოპოზიცია 17 მაისის ინციდენტის შესახებ

21.05.13 15:10

არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ლიდერები 17 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენების გამოძიებას მოითხოვენ. მათი აზრით, სამართალდამცველებმა, პირველ რიგში, აქციის ორგანიზატორები უნდა დააპატიმრონ და არა რიგითი მოქალაქეები.More...video clip 

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე იმყოფებიან

21.05.13 15:00

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებიან. More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია - ხმაურიანი დაკავება
ოლესია თავაძის სამყარო
ფოტოსესია პუანტებში
ჩამორთმეული მანქანები

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company