პარასკევი, 24.05.13   16:39
+28.6°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ოქტომბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

შტეფან ფულესა და კეთრინ ეშტონის განცხადება

04.09.12 10:36

ევროკომისარმა შტეფან ფულემ და კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კეთრინ ეშტონმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირი ამ არჩევნებს იმედით ელოდება.

განცხადების თანახმად, ეს არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების კუთხით და ევროკავშირი-საქართველოს მომავალი ურთიერთობების ხარისხსა და ინტენსივობას განსაზღვრავს.
"ჩვენ მივმართავთ თხოვნით, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, უზუნველყონ მშვიდობიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო და ჯანსაღი მედიაგარემო. შეშფოთებული ვართ ამ კონტექსტში მზარდი პოლარიზაციითა და დაძაბულობით – არჩევანი პოლიტიკურ პროგრამებსა და იდეებს შორის უნდა გაკეთდეს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ პასუხისმგებლობას, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას აკისრია, რათა უზრუნველყონ არჩევნების სათანადოდ ჩატარება და შესაბამისად, ლეგიტიმურობა. აუცილებელია დაცული იქნეს საარჩევნო კანონმდებლობა და ისე იყოს გამოყენებული, რომ ხელი შეუწყოს ნდობას საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და კანონის უზენაესობისადმი. ყველა პარტიამ და კანდიდატმა უნდა უზრუნველყოს მშვიდობიანი და პასუხისმგებლიანი გარემო არჩევნებისთვის, თავი შეიკავოს გამომწვევი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომლებიც ისედაც დაძაბულ გარემოს გააუარესებს და არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ დააყენებს. დემოკრატიის შექმნა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე აქტორების პასუხისმგებლობას ეფუძნება", - აღნიშნულია განცხადებაში.
შტეფან ფულე და კეთრინ ეშტონი ევროკავშირის სახელით კიდევ ერთხელ ძლიერ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გამოთქვამენ სურვილს, ევროკავშირი დარჩეს ჩართული ჟენევის დისკუსიებისა და მონიტორინგის მისიის მეშვეობით.
ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ძლიერი პარტნიორია და მხარს უჭერენ ამ დინამიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
"ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობისა და სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება. ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, შევინარჩუნოთ ტემპი თანამშრომლობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მომავალ წელს დასრულების მიზნით. ასევე ჩვენი მიზანია - ვიზების ლიბერალიზაციის გეგმის განხილვა წლის ბოლომდე დავიწყოთ. საქართველო ახლა რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას - დემოკრატიის კონსოლიდაცია, ზრდის სარგებლის გავრცელება და მარგინალური ჯგუფების ფართო ინტეგრაცია, რაც არის ქართული საზოგადოების მდგრადი განვითარების გასაღები", - ნათქვამია შტეფან ფულესა და კეთრინ ეშტონის ერთობლივ განცხადებაში.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ადვოკატები ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ

24.05.13 10:26

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში დღეს სამი საათისთვის აპირებენ სარჩელის შეტანას. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.More...

პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილის დაკავების შესახებ

24.05.13 14:54

ყოფილი პრემიერისა და კახეთის გუბერნატორის დაკავება გახდა საუბრის ერთ-ერთი თემა ბიძინა ივანიშვილსა და ელჩებს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზეც.More...

არჩილ კბილაშვილი პრეზიდენტის დაკითხვას არ გამორიცხავს

24.05.13 15:12

პრემიერ-მინისტრის მსგავსად, პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვაზე საუბრობს არჩილ კბილაშვილიც. რუსული გაზეთის "მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ...More...

პრემიერმა პრეზიდენტს მინისტრის ახალი კანდიდატურა შესთავაზა

24.05.13 15:17

სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს შალვა ფიფიას კანდიდატურას სთავაზობს, რომელიც დავით კირვალიძის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

კალაძე ადასტურებს, რომ გირგვლიანის საქმის გამოძიება დასრულებულია

24.05.13 15:06

ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ადასტურებს, რომ გირგვლიანის საქმე ბოლომდეა გამოძიებული და უახლოს მომავალში ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდება. კალაძე მიიჩნევს, რომ ამ საქმის გამოძიება მთავრობის ვალდებულება იყო.More...

გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა 17 მაისს მომხდარი ძალადობა დაგმეს

24.05.13 11:58

ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ, სადაც გერმანიაში მცხოვრები ქართველები და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები შეიკრიბნენ.More...

ჯონ კერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

24.05.13 11:49

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გავრცელებულ განცხადებაში ჯონ კერი ყურადღებას ამახვილებს ორი ქვეყნის პარტნიორობაზე, რაც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება. More...

მამაკაცი მშობლების მკვლელობისთვის დააკავეს

24.05.13 11:03

პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში მშობლების განზრახ მკვლელობის ბრალდებით 36 წლის მამაკაცი დააკავა. შემთხვევა რუსთავში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა მშობლები თავის საცხოვრებელ ბინაში...More...


  სრული პროგრამა
`პროფილი`: ზურგი - შენ რა სექსი ხარ
`შინი``ნანუკას შოუში`
ლევან აბაშიძე - 50
ოლესია თავაძის სამყარო

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company